ძლიერი ქარი თბილისში დღის ბოლომდე შენარჩუნდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, თბილისში ამაღამ და ხვალ, თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ტემპერატურა +5 +6 გრადუსი იქნება.
ძლიერი ქარია კახეთში, მტკვრის ხეობაში და გორში, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.
ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, უმეტესად თოვლის სახით. ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება.