ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას მიენიჭება უკრაინის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად დაკარგავს.

"უკრაინსკაია პრავდას" ჟურნალისტის, სერგეი ლეშენკოს ინფორმაციით, კვიტაშვილს ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სხდომაზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში უკვე მოუსმინეს.

ფრაქციის სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეც, რომელიც შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.

უკრაინას რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი კი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეკატერინე ზღულაძე საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც სახელმწიფოს დავა მოუგო. ნაიემი ზღულაძესთან დიალოგს აქვეყნებს.

"ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. არის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი. მას ფრაქციის სხდომის მომზადებისას შევხვდი. დაძაბულია, თავშეკავებული, თავაზიანი, ლამაზი სახის ნაკვთებით. ვკითხე, რაში გჭირდებათ ეს? მიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგ პოსტზეა, მაგრამ ამბობს რომ ასეთი შანსი ყოველთვის არ ეძლევა, მითუმეტეს მეორეჯერ", - წერს ნაიემი.

ამასთან, მისი თქმით, ზღულაძემ აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ შანსში არ არის, არამედ იმაშიც, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავთ და ეს არის არა რუსეთი, არამედ საერთო საბჭოთა წარსული, რომელიც თან სდევს და, რომელიც არ მოსწონდა საქართველოში, არ მოსწონს უკრაინაშიც.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა