ნეპოტიზმის მორიგი ფაქტები საჯარო უწყებებში - ახალი მონაცემები ირმა ნადირაშვილისგან

ნეპოტიზმის მორიგი ფაქტები საჯარო უწყებებში - ახალი მონაცემები ირმა ნადირაშვილისგან

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი საჯარო უწყებებში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, მესტიის გამგებლის, კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის მეუღლე ნინა ხატისკაცი თბილისის მერის მოადგილეა, ბიძა ვახტანგ ნაკანი - მესტიის საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე; ბიცოლის ძმა მაიზერ ჯაფარიძე კი მესტიის საკრებულოს თავმჯდომარეა.

მისივე ინფორმაციით, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის რძალი, ნელი ნავერიანი მესტიის გამგებლის პირველი მოადგილეა; ბიძაშვილის მეუღლე სოფო ჩხვიმიანი მესტიის სოციალური სამსახურის უფროსია; ჯაფარიძის მეგობარი ირაკლი ქურდიანი ასევე მესტიის გამგებლის მოვალეობას ასრულებს; დისშვილი ლევან კიკვიძე არჩევნებამდე იყო მესტიის გამგეობის აპარატის უფროსი, არჩევნების შემდეგ კი გადაიყვანეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში; ნათესავი თეიმურაზ ნავერიანი - მესტიის საფინანსო სამსახურის უფროსი; ნათესავი ქეთინო ხარძიანი - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი; ნათესაი ხატია წიკლაური - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და ასევე ნათესავი გვანცა ფარიანი საკრებულოს აპარატის თანამშრომელია.

ნადირაშვილი აქვეყნებს ონის მაჟორიტარი დეპუტატის, გია ჯაფარიძის ნათესავების შესახებ ინფორმაციასაც, რომელიც მისი ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში არიან დასაქმებული: რამაზ ჯაფარიძე (ძმა) - ონის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი (მისივე ბიუროს უფროსი); მალხაზ ჯაფარიძე (ძმა) - კულტურის ცენტრის დირექტორი; შუქურა ჯაფარიძე (ნათესავი, მეზობელი) - საკრებულოს თავმჯდომარე; ბაკურ ჯაფარიძე (ბიძაშვილი) - საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; მერაბ ჯაფარიძე (ნათესავი) - სახანძრო და სამაშველო სამსახურის უფროსი და ალექსანდრე ჯაფარიძე ( ნათესავი) - გამგებლის მოადგილე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები