ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა

ზღაპარი და პოლიტიკა: ვინ არიან პოლიტიკის კომბლე, ნაცარქექია, დევი, მზეთუნახავი, რწყილი და ჭიანჭველა

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო ერთი კომბლე... ნაცარქექია... ცხრათავიანი დევი... მზეთუნახავი... ხუთკუნჭულა... ნახევარქათამა... წიქარა... რწყილი და ჭიანჭველა და ასე, არ სრულდება ქართული ზღაპრების პერსონაჟები... ზღაპარი ხომ ხალხური სიბრძნის უძველესი და პოპულარული ჟანრია, რომელიც წინაპრებმა ზეპირად შექმნეს? ზეპირად მონათხრობს ხალხი იმახსოვრებდა და შთამომავლობას ასევე გადასცემდა. ასწლეულების განმავლობაში ზეპირი, ფანტასტიკური მოთხრობები დროის შესაბამისად ვითარდებოდა (ზოგიერთი ისეთი საშიშია, ფიქრობ, ნეტავ, კანიბალები ხომ არ ქმნიდნენო).

თუმცა ხალხი ყოველთვის სიამოვნებით ეცნობა ამ ჟანრის ნიმუშებს და ფანტაზიით შექმნილ მოგონილ ამბავს სინამდვილის საპირისპირო მნიშვნელობით იყენებს.

ზღაპარში ჩანს ჩვენი მძიმე წარსული, სოციალური თუ ეროვნული პრობლემები, ჩაგვრის, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალური უთანასწორობისა და სიღატაკისგან თავის დაღწევაზე ოცნება... გარდა იმისა, რომ ზღაპრებზე თაობები აღზრდილა, ის გართობის საუკეთესო საშუალებაც არის, მსმენელებს იმედსა და სულიერ სიმტკიცეს, ხალისსა და ენერგიას უნერგავდა... ჰოდა, ალბათ ამიტომაც არის, რომ ჩვენს სინამდვილეში, პოლიტიკოსები უმეტესად ზღაპრების მოყოლით არიან დაკავებულები და დაუსრულებლად მოგვითხრობენ თანამედროვე, ნაირ-ნაირ ამბებს... ვისაც პოლიტიკოსების თხზულებების არ სჯერა, მათ ნამოქმედარსა თუ ნაუბარს ზღაპარებს უწოდებს...

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადამიანების გარკვეულ ჯგუფში გამოკითხვაც ჩავატარე, - თუ რომელი ზღაპრის პერსონაჟებს აგონებენ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსები და ასეთი სურათი მივიღე.

ხათუნა აფციაური, პროგრამისტი, 30 წლის:

- სააკაშვილი ცხრათავიანი დევია - 9 წლის განმავლობაში ბობოქრობდა და 9 თავიც ამოუვიდა. ყველაზე დიდი თავი კი წააცალეს, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა, რითაც ცდილობს, ბოლო მოუღოს "პატარა კაცებს".

ნაცარქექია - ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც დევს მინიმუმ ერთი თავი მოაჭრა და მას მერე ქექავს და ქექავს ნაცარს, მეტს ვეღარაფერს შვრება...

ნახევარქათამა - ირაკლი ღარიბაშვილია, - საოცრება დატრიალდა - საქართველოს ბედი ახლა მისი და მისი მეგობრების ხელშია...

რწყილი და ჭიანჭველა - ბუკა პეტრიაშვილი და ირაკლი ალასანიაა, - არ გაწირა რწყილმა ალასანია და დაგრიხა თოკი, ანუ პოსტი დატოვა.

ლექსო ფიფია, იურისტი, 23 წლის:

- დევი ჩემი აზრით, კახა ბენდუქიძე იქნებოდა, - თავისი აღნაგობით, ფიზიკური და თუნდაც გონებრივი მონაცემებით, ხასიათით. ის ჩემში უფრო კეთილი დევის აცოციაციას იწვევდა. კომბლედ დავით უსუფაშვილს აღვიქვამ, ცხვრებად კი დეპუტატების უმრავლესობას, რომლებიც მართლა ცხვრებივით არიან ხოლმე და წარმოდგენა არ აქვთ, რა ქნან.

უსუფაშვილზე კიდევ იმას ვიტყვი, რომ თავის მეუღლე თინასთან ერთად, ბადრი და მზიას მაგონებს, ერთ-ერთი საბავშვო მულტფილმიდან. სიზმარა გიორგი მარგველაშვილია, რაღაც კოშმარი დაესიზმრება და გამოხტება, - "კაცი ვარ, კაცი ვარო", - ვეტოს დაადებს, ამ უფლებას გამოიყენებს.

ბიძინა ივანიშვილი კი უკვე ნაცარქექიაა, რომელმაც სააკაშვილის სახით დევი დაამარცხა. ისე, სააკაშვილი კი თავად არის ზოგადად ზრაპარი, ასევეა ნათელაშვილიც. ეგენი რაღაც მსგავსი გმირები არიან, თან, სულ ერთმანეთს შორიდან ეჩხუბებიან. ჯონდი ბაღათურიას პოლიტიკოსად ვერ აღვიქვამ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ "ნაციონალებს" ჰყავთ მზეთუნახავები - მარიამ საჯაია და თინა ბოკუჩავა, კარგია, რომ ასეთი ლამაზი პოლიტიკოსები არსებობენ ქართულ პოლიტიკაში და კერძოდ პარლამენტში.

ზურა, ჟურნალისტი, 35 წლის:

- რწყილი და ჭიანჭველა ირმა ნადირაშვილი და ზურა ჯაფარიძეა. დევი საქართველოს არ ჰყავს, ვერ ქაჩავს ვერავინ; ნაცარქექია უფრო ირაკლი ღარიბაშვილი მგონია, ხუთკუნჭულა კი - ზაქრო ქუცნაშვილი. არ ვიცი, ამ ადამიანებზე ასეთი ასოციაციები გამიჩნდა. არა, კომბლე ნაღდად უსუფაა, თავისი ფარა დეპუტარებით. თან, კომბალიც აქვს, რომ ხანდახან ჩასცხოს ხოლმე. კი, დეპუტატები ცხვრები არიან.

ბელა აბულაძე, ეკონომისტი, 25 წლის:

- კომბლესა და ნაცარქექიაზე პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი მახსენდება და ეს მისი ვეტოების გამოა. დევებად უფრო გარეგნული ნიშნით, მათი აღნაგობიდან გამომდინარე წარმოვიდგინე და ესენი არიან - ლექსო ჭიკაიძე, კობა დავითაშვილი და გუბაზ სანიკიძე. რწყილზე დავით ნარმანია გამახსენა, - კოკიდან ახტა, დახტა და დედაქალაქის მერიაში ჩახტა. ჭიანჭველას უსუფა-ხიდაშელსა და შალვა შავგულიძეს შევადარებდი. ნახევარქათამაზე კი თავში ბიძინა ივანიშვილი და ეკა ბესელია მომდის. ამის თქმის საფუძველს ივანიშვილის როგორც გარეგნული მხარე და მისი თუნდაც, ფინანსური შესაძლებლობები მაძლევს, რაც ცოტა არ იყოს, დისონანსური მეჩვენება, ყოველ შემთხევაში, სანამ გამოჩნდებოდა ყველას "სულ სხვანაირი" კაცი წარმოგვედგინა, ალბათ...

მაიკო ფერაძე, ფოლკლორისტი, 32 წლის:

- ამაზე არასდროს მიფიქრია და ახლა უცებ რაც თავში მომდის ეს არის: ნაცარქექია - ჯონდი ბაღათურიაა, ხუთკუნჭულა - შალვა ნათელაშვილი, წიქარა - დავით უსუფაშვილი, კომბლე კი კახა კუკავა. ხომ ვამბობ, ამაზე არასოდეს მიფიქრია, პოლიტიკოსები ზღაპრის პერსონაჟებისთვის შემედარებინა. ჩამოთვლილი გმირებიდან, პოლიტიკოსებთან გაიგივება, თითქოს ფიზიკურ მონაცემებსა და შინაარსთან ერთად მოვახდინე. თან, ამ წუთში ასეთი ასოციაციები გამიჩნდა. თან, იქიდან გამომდინარეც, რომ ზღაპრის გმირები, ძირითადად გამოგონილები და ჩვეულებრივი ადამიანების პროტოტიპები არიან. თავიანთი ხასიათებით და ამა თუ იმ ქმედებებით, ეს პერსონაჟები ჩემთვის სწორედ ჩამოთვლილ პოლიტიკოსებთან ასოცირდებიან.

ჰო, ჯონდი სულ მგონია, რომ ნაცარს ქექავს, თუმცა ნაცარქექიასნაირი გამჭრიახი გონების არც კი მგონია, იყოს. წიქარა დადებითი პერსონაჟია ისევე, როგორც უსუფაშვილი, - მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკოსი, როგორც ადამიანი, ცუდი არ უნდა იყოს. ხუთკუნჭულასთან შალვას შედარება, უფრო სახელიდან გამომდინარე გადავწყვიტე, თუმცა ქმედებები ამ ორს მთლად ერთნაირი არ უნდა ჰქონდეს. ისე, უმრავლესობის სახელები და გვარები არც კი ვიცი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია