ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს

ირანელი, რომელიც თბილისში სავარაუდოდ, ბავშვთა პროსტიტუციას ეწეოდა, საქართველოდან გააძევეს

არაოფიციალური ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა პროსტიტუციის შემთხვევები სულ უფრო და უფრო იმატებს. ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ეს უფრო ფართო პრობლემის ნაწილია, რასაც სოციალური დაუცველობა და სიღარიბე ჰქვია. გვესაუბრება უფლებადამცველი, ანტიკორუფციული კავშირის თავჯდომარე გიორგი ბურჯანაძე:

- როცა ბავშვთა პროსტიტუციაზე ვლაპარაკობ, სამწუხაროდ, მე ამის ფაქტები მაქვს. ამ რამდენიმე ხნის წინ, ინფორმციის მიღების შემდეგ, აღმაშენებლის გამზირზე ჩვენგან გავიდა მონიტორინგის ჯგუფი, როემლამც ფარულად გადაიღო სცენა, როდესაც ერთ-ერთი კაფეს დაცვის თანამშრომლები და იქ მომუშავე პერსონალი ჩემს თანამშრომელს არასრულწლოვანი მოზარდის სექსუალურ მომსახურეობას სთავაზობდნენ... ლაპარაკია დაახლოებით 14-15 წლის გოგონაზე.

ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, მათ შორის ტელევიზიითაც, საზოგადოება გამოეხმაურა ჩვენს ინფორმაციას. აღმაშენებლის გამზირიდან რამდენიმე ათეული იქ მცხოვრები ადამიანი დაგვიკავშირდა. ერთიანი ძალებით მივაღწიეთ იმას, რომ კომპოზიტორთა კავშირის შენობაში მდებარე სტრიპტიზ კლუბი გაუქმდა. მივაღწით იმას, რომ დაირღვა ის ე.წ. სამეწარმეო საქმიანობის თაობაზე დადებული შეთანხმება, რომელიც კომპოზიტორთა კავშირსა და კონკრეტულ ირანელ მოქალაქეებს ჰქონდათ დადებული. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეომასალა მივაწოდეთ. როდესაც ტელევიზიით და მასმედიის საშუალებით გადის ამა თუ იმ დანაშაულზე, ისედაც ვალდებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირება მოახდინოს, თუმცა მათი აზრით, ამ ვითარებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა, რადგან თურმე დანაშაულის ფაქტი არ არსებობდა და ეს იყო მხოლოდ შეთავაზება. არადა, წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არასრულწლოვნები არიან ამ სეგმენტში ჩართულნი.

მეტიც, სადაც ჩვენ ეს ვიდეომასალა გადავიღეთ, იმ ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრში, მომდევნო დღეებში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს... ჩათვალეთ, რომ ყოველი ე.წ. ქუჩის ბავშვი, სექსუალური ძალადობისა და არსარულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის პოტენციური მსხვერპლია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია