"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

"მის მსოფლიო" მაშინ და ახლა, ანუ როგორ იცვლება სილამაზის სტანდარტები

14 დეკემბერს ლონდონში მის მსოფლიო 2014 გაიმართება. გადავხედოთ, საიდან დაიწყო ყველაფერი და როგორ იცვლებოდა სილამაზის სტანდარტები ათწლეულების განმავლობაში.

1951 წელს ბრიტანეთის დედაქალაქში პირველად გაიმართა "მის ბიკინი". აღსანიშნავია, რომ მაშინ ეს საცურაო კოსტუმი სულ ახალი შემოსული იყო მოდაში. ყველაფერი, რაც კონკურსის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ, ეს იყო სიმღერა, ცეკვა და საზღვაო სამოსის დემონსტრირება. შოუ ერთგვარ სარეკლამო აქციას წარმოადგენდა, თუმცა, გამარჯვებული მაინც გამოვლინდა. იგი შვედი კიკი ჰოკანსონი გახდა. ის ერთადერთი ადამიანია კონკურსის ისტორიაში, რომელსაც გამარჯვებულის გვირგვინი ბიკინიში გამოწყობილს დაადგეს. კონკურსმა საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება ჰპოვა, რის გამოც გადაწყდა, რომ კონკურსის მონაწილეები უფრო მეტად "ჩაცმულები" ყოფილიყვნენ.

სახელწოდება "მის მსოფლიო" პრესამ გამოიგონა. კონკურსის მიმდინარეობის პირველი ათწლეულის განმავლობაში გამარჯვებულები ე.წ. კონსერვატორული გლამურის დემონსტრირებას ახდენდნენ, როგორც ძველი ჰოლივუდის მსახიობები.

1953 წლის "მის მსოფლიო" ფრანგი დენიზ პერიე

მიუხედავად იმისა, რომ მოდური ჟურნალების იმდროინდელ სიმბოლოდ მოდელი ტვიგი მიიჩნეოდა, სილამაზის კონკურსზე მაინც "ქვიშის საათის" ფორმის მოდელები ფასობდნენ. ასე მაგალითად, 1967 წელს გამარჯვებული პერუელი მადელეინ ჰარტოგ ბელი გახდა, ხოლო 1968 წელს - ავსტრალიელი პენელოპე პლამერი.

დისკოს ეპოქამ კონკურსში საკუთარი კორექტივები შეიტანა. "საკარნავალო" გარეგნობამ და რუჯმა მოწინავე პოზიციებზე ლათინოამერიკელი ქალები გამოიყვანა. 1971 წლის მის მსოფლიო - ბრაზილიელი ლუსია ტავარეს პატერლე და 1975 წლის მის მსოფლიო - პუერტ-რიკოელი ვილნელიუ მერსედესი.

ე.წ. "ნაჩოსი", "საბრძოლო მაკიაჟი", მკაცრი სილუეტი და ფართო მხრები. კეთილი იყოს 80-იანი წლების შემობრძანება. იმდროინდელი ტრენდებისთვის ზურგის შექცევა ვერც სილამაზის კონკურსმა მოახერხა. 1984 წლის გამარჯვებული ვენესუელიდან - ასტრიტ კაროლინა ჰერერა ირასაბალი (პოპულარული ტელესერიალიდან "იუდას ქალი") და 1987 წლის გამარჯვებული ავსტრიიდან ულა ვაიგერშტოპფერი.

90-იან წლებში პოპულარული ხდება მდიდრული და ბრჭყვიალა კაბები, ხოლო "ფუმფულა" სილუეტები საბოლოოდ ბარდება წარსულს. 1992 წლის მის მსოფლიო, რუსი იულია კუროჩკინა და კონკურსის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლაურეატი, ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი (1994).

2000-იანებში მოდაში სლავური გარეგნობა შემოვიდა. შედეგად, გამარჯვებულები 2006 წელს ჩეხი კუჩაროვა და 2008 წელს - რუსი ქსენია სუხინოვა გახდნენ.

2012 წელი: იუი ვენსია - ჩინეთი

2013 წელი: მეგან იანგი - ფილიპინები

ვინ გახდება 2014 წლის გამარჯვებული, ამას დეკემბრის თვეში გავიგებთ.

"გზა სახლიდან სასწრაფოს მანქანამდე თავის ფეხით გაიარა..არავის გვიყურებდა... უკვე ვიცი რატომაც" - ქრისტინე იმედაძე გარდაცვლილ ბაბუას ემოციური პოსტით ემშვიდობება

საკუთარი პოლიცია, გოლფის კლუბი, კერძო სანაპირო - თეთრი სახლის შემდეგ ივანკა ტრამპი "მილიონრების ბუნკერში" ცხოვრებას გეგმავს (ფოტოები)

"ცოტა მაწვალა... მაგრამ, დღეს უკვე ერთად ვართ" - ჯეიჰუნ მუჰამედალი დაქორწინდა, ვინ არის მისი რჩეული?