ქართული ავტო - ყვითელი "ჯეირანი" და მისი ახალციხელი შემოქმედი

ქართული ავტო - ყვითელი "ჯეირანი" და მისი ახალციხელი შემოქმედი

მესხეთში სტუმრობისას ახალციხის ქუჩაში უჩვეულო, ყვითელი ფერის, ჩემთვის უცნობი მარკის და თანაც - საკმაოდ ლამაზი მანქანა შევნიშნე.

აღფრთოვანება ხმამაღლა გამოვხატე და მეგობარმა ამიხსნა, - ასეთი მანქანა ერთადერთია, რადგან საჭესთან ვინც იჯდა, მანვე ააწყო საკუთარი ხელითო. ასე გავიცანი 49 წლის შემოქმედი, გურამ სუდაძე, რომელიც ახალციხის ერთ-ერთ ქუჩაზე ოჯახთან ერთად მოკრძალებულად ცხოვრობს და სახელოსნოც იქვე, საკუთარი სახლის პატარა ეზოში მოუწყვია.

გურამ სუდაძე:

- ახალციხეში უფროსი თაობის რამდენიმე კაცია, ვინც ახალგაზრდობიდანვე ამ საქმეს აკეთებდა - მანქანებს აწყობდა. მათ უბანში ვიზრდებოდი. იმხანად ინტერნეტი არ იყო და უმეტეს დროს ქუჩაში ვატარებდი. ამ ადამიანებს ხშირად ვაკვირდებოდი, ვესაუბრებოდი, მათგან ვსწავლობდი და მერე ამ საქმის ინტერესიც გამიჩნდა. ცუდია, რომ იმ ადამიანებმა, ვისგანაც საკმაოდ ბევრი რამ შევისწავლე, არც ერთი მანქანა არ დაასრულეს, მე კი საქმის ბოლომდე მიყვანა მიყვარს. რაც შეეხება ჩემს მანქანას, ეს არის "ბაგი", რომელიც 1950-იანი წლების ამერიკიდან მოდის. ძირითადად, ის "ფოლკსვაგენ ჟუკის" ბაზაზე კეთდებოდა და რამდენიმენაირი იყო. ჩემი არის "პლიაჟნი ბაგი", რომელსაც სიმძიმის ცენტრი უკან აქვს და სიარულისას ცუდ გზებს ვერ გრძნობს. ისე სწრაფად დავდივარ, დაახლოებით 120 კმ/სთ სიჩქარით, ვერც ერთი ჯიპი ვერ მეწევა. რამდენჯერმე სცადეს გაჯიბრება და მალევე გადაიფიქრეს, - მანქანებს დავამტვრევთ, თავი დაგვანებეო (იცინის). ასე რომ, ამ მანქანით ცუდ გზებზე ექსტრიმის განცდა და ადრენალინის მიღებაც კი შეიძლება. "ფოლკსვაგენის" მანქანები ძალიან ძვირად ღირებული აგრეგატებით მზადდება, ჩემი კი იაფფასიანია - რაც იმის ერთი ამორტიზატორი ღირს, იმ ფასად მე მანქანა ავაწყე. "ელიავას" ბაზრობასა და კიდევ სხვა ადგილებში მაქვს მეორადი ნაწილები ნაყიდი.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია