"დაჩუტული ცოცარი ხარ, შე ცოცრების ბელადო" - შალვა ოგბაიძე მიხეილ სააკაშვილს

"დაჩუტული ცოცარი ხარ, შე ცოცრების ბელადო" - შალვა ოგბაიძე მიხეილ სააკაშვილს

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ფალოსს უწოდებს. ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე სააკაშვილის წლების წინ კუს ტბაზე ვარჯიშის დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

"მორბენალი კი არა, დაჩუტული ცოცარი ხარ, შე ცოცრების ბელადო...

მთელი შენი ცხოვრება რავა უნდა ამონტაჟო, შე ბებო-ძველ-ოპელიანო...", - წერს ოგბაიძე.

ვიდეოზე, რომელიც youtube-ზე ივლისში აიტვირთა, ახალგაზრდა მიხეილ სააკაშვილი კადრს მიღმაა ასახული. კადრები, სავარაუდოდ, 1995-99 წლებშია გადაღებული, როდესაც სააკაშვილი "მოქალაქეთა კავშირის" სიით პარლამენტის დეპუტატი გახლდათ.

ვიდეოში ჩანს ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი იყო. ჟურნალისტთან მომავალი პრეზიდენტი სპორტული ცხოვრების შესახებ საუბრობს და ოპერატორის მითითებებზე სირბილის რამდენიმე დუბლს იმეორებს.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა