"ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა" - ივანიშვილის პირველი კომენტარი ლარის გაუფასურებაზე

"ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა" - ივანიშვილის პირველი კომენტარი ლარის გაუფასურებაზე

დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქრათველოშიც, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანიშვილმა ამ კითხვის ავტორსაც მიმართა და აღნიშნა, რომ არაფრისგან უნდათ აჟიოტაჟის შექმნა.

"ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა