ივანიშვილი: არ მაქვს ბერკეტი უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო

ივანიშვილი: არ მაქვს ბერკეტი უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ქვეყანა კულისებიდან მართოს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კულისებიდან მართვა შეუძლია მას ვისაც აქვს ამის ბერკეტი.

"ვინც იცის, რა არის სახელმწიფოს კულისებიდან მართვა, მას უნდა ჰქონდეს ამის ბერკეტი, მე ეს ბერკეტი არ გამაჩნია. ამის მაგალითი გახლავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა ჩემთან ურთიერთობა. მე არ მაქვს ბერკეტი უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო. არც ჩანაწერებს ვფლობ და არ გაქვთ ალბათ ამაზე ეჭვი. არც არანაირი ბერკეტი გამაჩნია, არც ნათესაური. ვისაც მოესურვება შევა პოლიტიკაში, ეს აბსოლუტურად მიღებულია. მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია, რჩევებშიც ვერ მივიღებ მონაწილეობას, საწყენია როდესაც გუშინდელი პარტნიორები ასეთ განცხადებას აკეთებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

აღნიშნული კომენტარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების მიერ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში წასვლასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა