ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა

ივანიშვილმა პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ერთადერთი "რეფორმების ექსპორტში" ჰქონდა ჩავარდნა და "რესპუბლიკელებისა" და პრეზიდენტის აქტიურობით ისიც "ანაზღაურებულია".

"ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. "ნაციონალური მოძრაობის" შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, "ნაციონალები" კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს "რესპუბლიკელების" და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, "მოქალაქეს" მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

ჟურნალისტებთან კომენტარები ივანიშვილმა ამ ღონისძიების შემდეგ გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ| "ყველაფერი ნორმალურია, კარგად მუშაობს მთავრობა" - ივანიშვილის პირველი კომენტარი ლარის გაუფასურებაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა