"პალიტრა TV"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" დააჯილდოვეს

"პალიტრა TV"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" დააჯილდოვეს

"პალიტრა.ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!" ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიაზე "სოფლის მაშენებელნი" დაჯილდოვდა.

პრიზი და დიპლომი "კაცია-ადამიანის" წამყვანს, ლადო კახაძეს და პროდიუსერ გიორგი კაკაბაძეს დღეს კლუბ "სტილში" გამართულ ცერემონიაზე გადაეცათ.

ღონისძიებაზე სულ 30 ნომინანტი დაჯილდოვდა. მათ შორის იყვნენ ფინანსთა და სპორტის სამინისტროები, სხვადასხვა ტელეკომპანიები და საგანმანათლებლო სტრუქტურების და წარმატებული ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, ცერემონიის მიზანია გამოავლინოს კომპანიები, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სტრუქტურები, ხელოვნების მოღვაწეები და მედია-პროექტები, რომელთაც აქტიური როლი ითამაშეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების პოზიტიურ პროცესებში.

"ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონია "სოფლის მაშენებელნი" წელს მეთერთმეტედ გაიმართა. ეს არის ხელოვანთა მადლიერების აქცია. ჩვენ ვაჯილდოებთ კომპანიებს, რომელთაც კულტურის, ხელოვნების, სპორტისა და სოციალური პროექტების მხარდაჭერა განახორციელეს. ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ყველაზე აქტუალური სოციალური პროექტებით არიან წარმოდგენილი. გვყავს ბევრი მედია-ნომინანტი, მათ შორის "პალიტრა.ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანი?!", როგორც წარმატებული, მაღალპროფესიონალური პროექტი", - განაცხადა ორგანიზატორმა, "ჯორჯიან არტ ჰოლდინგის" პროდიუსერმა ინგა მახარაძემ.

"პალიტრა.ტვ"-ს გადაცემა "კაცია-ადამიანის?!" წამყვანის, ლადო კახაძის განცხადებით კი, დღევანდელი ჯილდო ეკუთვნის გადაცემის მთელ შემოქმედებით კოლექტივს და მედია-ჰოლდინგ "პალიტრა მედიას".

"ეს ჯილდო ეკუთვნის მთელ ჰოლდინგს, იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროექტში. ამას საკუთარ პრიზად არ მივიჩნევ, რადგან ამ პროექტს ჰყავს ძალიან კარგი შემოქმედებითი გუნდი", - განაცხადა ლადო კახაძემ.

"ჯორჯიან არტ-ჰოლდინგის" დამფუძნებელთა კრება წელიწადში ერთხელ წარადგენს ნომინანტთა სიას, წოდებაზე "სოფლის მაშენებელნი". წარდგენა ხდება ერთი წლის განმავლობაში სტატისტიკის მიხედვით ყველზე წარმატებული რეიტინგული საქველმოქმედო პროექტებით. ცერემონიის ჯილდოა ფრთებაწეული მარმარილოს მამლის ქანდაკება და დიპლომი.

ნახეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია