ბოლო პერიოდში, ქალზე ძალადობის თემის აქტუალიზების კვალდაკვალ, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში, ათობით ფატალურად დასრულებულმა ძალადობის ფაქტმა გამოიწვია, ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური კამპანია დაიწყო. ეს კამპანიები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებასა და ცხადია, ქალების ძალადობისგან დაცვას ისახავს მიზნად.
სასიხარულოა, რომ გარდა სახელმწიფო უწყებებისა, კამპანიებში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო სექტორი გაერთიანდა, რამაც საბოლოოდ, ამ მტკივნეულ საკითხს მასშტაბური კამპანიის სახე მისცა.
Adami.ge - საქართველოში ერთადერთი საიტი, რომლის მთავარ აუდიტორიას მამაკაცები შეადგენენ, უერთდება, მონაწილეობს და მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ თითოეულ კამპანიას და ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სამაგალითო ფაქტს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიებიდან.
"ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება!" - ამ სლოგანით რაგბმა, სპორტულმა გუნდურმა სახეობამ, ოვალური ბურთის გარეშე ბრძოლა, სოციალური კამპანიით, ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ 2012 წელს წამოიწყო. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბილბორდებზე ქართული რაგბის ვარსკვლავები.