ეკონომიკურ საკითხებში ღარიბაშვილის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

ეკონომიკურ საკითხებში ღარიბაშვილის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ რომან ჩხენკელმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ჩხენკელმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

რომან ჩხენკელს პრემიერის თანაშემწის გარდა ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაც ეკავა.

ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე რომან ჩხენკელს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის.

"იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა