შსს-ს მომსახურების სააგენტოში ხალხმრავლობაა. მართვის მოწმობის მსურველთა დიდი ნაკადი თეორიულ გამოცდაში დაგეგმილმა ცვლილებებმა გამოიწვია.
"ის რაც ახლა მომსახურეობის სააგენტოში ხდება, არასწორი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ბრალია. სიმართლე არის ის, რომ მართის მოწმობის ბილეთები არანაირად არ რთულდება.! პირიქით, უფრო დახვეწილი და იოლად აღსაქმელი ხდება!", - ამ ტექსტს თანდართულ ფოტოსთან ერთად Facebook-ზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი ტატო კუჭავა აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შსს-ს მომსახურების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც უწყება აღნიშნავდა, რომ მართვის მოწმობის საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.
"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბილეთები გართულებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე. გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რისი საშუალებითაც მართვის მოწმობის მსურველს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა", - აღნიშნული იყო განცხადებაში.