ისნის რაიონში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. დევნილები ყოფილი ჰოსპიტლიდან გამოსახლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რის გამოც აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს. პოლიციის მიერ გზის გახსნას დაპირისპირება მოჰყვა. დაშავებულია აქციის ერთ-ერთ მონაწილე, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.