შსს-ს გენინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შსს-ს გენინსპექციის უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის, მალხაზ ჩიკვილაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას გიორგობიანი არ ადასტურებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს, რომ სუს-ისა და გენინსპექციის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს. "ჩემი ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს სუსის უფროსმა და გენინსპექციის უფროსმაც. ორივე ჯანყარაშვილის კადრად ითვლებოდა. ველოდები, როდის დაწერს განცხადებას ჭიკაიძის მოადგილე, ზედელაშვილი", - აღნიშნავს ნადირაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა