"მიშა მსოფლიო ლიდერია!" - ვინ რას ფიქრობს ქართველი ექსმაღალჩინოსნების უკრაინულ წარმატებაზე

"მიშა მსოფლიო ლიდერია!" - ვინ რას ფიქრობს ქართველი ექსმაღალჩინოსნების უკრაინულ წარმატებაზე

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქართველოს ჯანდაცვის ექსმინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს. მისი თქმით, უკვე გადაწყვეტილია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკა ზღულაძის დანიშვნა. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა. ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ასევე ლაპარაკია უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს ექსპრემიერ ლადო გურგენიძის კანდიდატურის დასახელებაზე. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოროშენკო-ღარიბაშვილს შორის შემდგარი საიდუმლო სატელეფონო საუბრის დეტალებზე წერს:

"ჩემი უკრაინული წყაროს მიხედვით, ღარიბაშვილმა დაურეკა პოროშენკოს და ნახევარი საათი სხვადასხვა არგუმენტის გამოყენებით თხოვდა პოლიტიკური მოწინააღმდეგე ქართველების არდამტკიცებას. უკრაინის პრეზიდენტმა ზრდილობიანად უსმინა, მაგრამ ერთი სურვილი გამოთქვა - რომ ქართველ პრემიერს, ამდენ ხანს და ასეთი დაბეჯითებით, რუსეთის შემოჭრისას გამოეხატა შეშფოთება და დახმარების მზადყოფნა." ქართველების უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აფასებენ: პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და მსახიობი ბესო ზანგური.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი:

- საქართველოს და საერთოდ ევროპის უახლესი ისტორიისთვის უკრაინაში ქართველების ასეთი წარმატება ძალიან მაგარი ამბავია.

- ნორმალურია, რომ 50-მილიონიან უკრაინაში შესაფერისი კანდიდატები ვერ მოძებნეს და უცხოელები მიიწვიეს?

- აბსოლუტურად გასაგებია, რადგან საბჭოთა კავშირის ნაგავი ჯერ კიდევ ბევრის ტვინშია გამჯდარი, თანაც კრემლი, როგორც ამ უკიდურესად საშიში ნაგვის მთავარი ადგილი ჯერ კიდევ დგას. ამიტომ აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ არის პროგრესის მომტანი და ვინ - რეგრესის. ამ ფაქტმა ისტორიული განაჩენი გამოუტანა, საბჭოთა კავშირის ამ მენტალურ სანაგვეს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია