მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა

მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიენიჭა

ვარშავაში მოქმედმა "კაზიმირ პულასკის ფონდმა" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "თავისუფლების რაინდის" ჯილდო მიანიჭა. გენერალ პულასკის ფონდი "თავისუფლების რაინდის" ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული, "თავისუფლების რაინდის" წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის კოპიოს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულავსი, რომელსაც "ამერიკის კავალერიის მამას" უწოდებენ.

"სხვადასხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის "თავისუფლების რაინდის" ჯილდო გადაეცათ: პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე: ჰავიერ სოლანას, ბერნარდ კუშნერს, რიჩარდ ლუგარს. დღეიდან ამ საპატიო სიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატა", - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე.

"არ ვაპირებ, ეს ხმალი კედელზე ჩამოვკიდო. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენ ამ ხმალს მანამ გამოვიყენებთ, სანამ ის საბოლოო გამარჯვებამდე არ მიგვიყვანს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ვარშავაში, კაზიმირ პულასკის "მშვიდობის რაინდის" ორდენის გადაცემის ცერემონიალზე.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა