"ადამიანს აღარ ვგავარ, 15 ურთულესი ოპერაცია მაქვს გაკეთებული" - იპოთეკური სესხით გაწამებული ქალი თვითმკვლელობით იმუქრება

"ადამიანს აღარ ვგავარ, 15 ურთულესი ოპერაცია მაქვს გაკეთებული" - იპოთეკური სესხით გაწამებული ქალი თვითმკვლელობით იმუქრება

უკვე ათასებია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იპოთეკური სესხების გამო უძრავ-მოძრავი ქონება დაკარგა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გადახდისუუნარო კრედიტორების ნაწილი ბინებიდან უკვე გამოასახლა, ნაწილი კი დღე-დღეზე ელოდება განაჩენის აღსრულებას. უთავშესაფროდ და ხშირ შემთხვევაში ულუკმაპუროდ დარჩენილი მოქალაქეების ნაწილი იმგვარ უიმედობაში ვარდება, რომ გამოსავალს თვითმკვლელობაში ხედავს. ქუთაისელმა ციცინო ხარაბაძე თავის დაწვა 2013 წლის 27 თებერვალს მაშინ სცადა, როდესაც ბინიდან მისი და მისი დის ოჯახის გამოსასახლებლად პოლიცია მივიდა. უმძიმესმა დამწვრობამ ჯანმრთელობა გაუჩანაგა, თუმცა გადარჩა და ისევ არსებობისა და სამართლის პოვნისთვის იბრძვის. ამბობს, რომ მისი ბრძოლა დღემდე ამაოა...

ციცინო ხარაბაძე:

- თაღლითობის, გაყალბების, შანტაჟის , მუქარის მსხვერპლი ვარ, ადამიანი სიკვდილამდე მიმიყვანეს, მაგრამ სამართალი დღემდე ვერ ვიპოვე. როცა თავის დაწვა ვცადე, ეს გადაწყვეტილება აფექტურად მიმიღია, სხვა გზა არ დამიტოვეს. იმდენი ვიბრძოლე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, სრულ უიმედობაში ჩავვარდი. ჩემი მისამართით ყველა მუქარას გავუძელი, მაგრამ, როცა ჩემ ოჯახს მიადგნენ, ვიფიქრე, სჯობს მე მოვკვდე, ვიდრე ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი დავაზარალო-მეთქი. ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა, მაგრამ ახლაც ვერ ვპოულობ სამართალს. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა და როგორ მოვიქცე, ის ხალხი, ვინც ასე გამაუბედურა, აქეთ მიჩივის. ვითხოვ გამოიძიონ ჩემი საქმე აღდგეს სამართალი. უპირობოდ უნდა დამიბრუნდეს ოთხივე ბინა, რომელიც მოტყუებით და თაღლითობით წამართვეს. ეს თაღლითები ყველა უნდა დაისაჯოს და ისინიც, ვინც მათ მფარველობენ. ჩემთვის უკან დასახევი გზა ისევ არ არსებობს. ადამიანს აღარ ვგავარ, ყოველ 5 თვეში დანის ქვეშ ვწევარ, 15 ურთულესი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, საერთოდ, სასწაულია ცოცხალი რომ ვარ. თუ კვლავაც ასე უყურადღებოდ და უიმედოდ დავრჩი, გადაწყვეტილი მაქვს, რომ 15 იანვარს კანცელარიის წინ თავი დავიწვა. რადგან ერთხელ შევძელი და გადავისხი ბენზინი, ეს არც მეორედ გამიჭირდება... ბოლოს და ბოლოს დასრულდება ჩემი ტანჯვა და იქნებ, ჩემი სიკვდილით ამ ქვეყნას დ იმ ხალხს მაინც ეშველოს რამე, ვინც ჩემსავით გაუბედურებული ეძებს სამართალს და ვერ პოულობს. ერთხელ უკვე მომკლეს, მაგრამ მკვდრეთით აღვსდექი. თუ ისე გაგრძელდა, რაღა აზრი აქ ჩემს სიცოცხლეს. დავიღალე, თუ ქართველის ცხოვრება საქართველოში აღარ შეიძლება, მირჩევნია, მოვკვდე

და დავისვენო.

- ქალბატონო ციცინო, ამასწინათ "თავისუფალი ზონის" აქციაზე გამოჩნდით, იქ როგორ მოხვდით?

- სრულიად შემთხვევით. რომ მცოდნოდა, აქციას "თავისუფალი ზონა ატარებდა", პლაკატებს თავზე დავახევდი ყველას. კანცელარიაში მივდიოდი ახალი წერილი უნდა შემეტანა. სახლში რომ ვბრუნდებოდი, მამიდაჩემთან ვცხოვრობ დროებით, დავინახე შეკრებილი ხალხი და ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხრეს, იპოთეკარების აქციააო და მივედი. რომ მცოდნოდა იქ "თავისუფალი ზონის" აქცია იყო, მაგ გარეწერებთან როგორ გავჩერდებოდი... მაგათ დამღუპეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ გამაჩანაგა. საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ვიყავი, ქუთაისში სალონი და მაღაზია მქონდა, ამიტომ ბუნებრივია მიხდებოდა ბანკთან თანამშრომლობა, 10 წელი ერთ-ერთი ბანკი VIP კლიენტი ვიყავი. 12 წელია მარტოხელა, ქმარსგაშორებული ქალი ვარ და ვერავის ვერ მივცემდი თავში წამორტყმის და ჩემი შვილის დაჩაგვრის უფლებას. ამიტომ ჩემი საკუთარი ფართით და საკუთარი სალონით ჩვეულებრივ ვახერხებდი სესხის დაფარვას. შვილის გადასარჩენად იძულებული გავხდი საქმე კერძო პირთან დამეჭირა და მევახშისგან ამეღო ვალი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია