კახა კალაძე - მტკვრის დონის დაწევა საფრთხეს არ წარმოადგენს

კახა კალაძე - მტკვრის დონის დაწევა საფრთხეს არ წარმოადგენს

მტკვრის დონის დაწევა საფრთხეს არ წარმოადგენს, ეს რეგულირებადია და ჩვენთან შეთანხმებულია, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო "რედისონში" განაცხადა.

"კონკრეტული ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ თურქეთში დასრულდა ერთ-ერთი კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და დაიწყო ამ კაშხლის შევსება. ამის გამო მოხდა მტკვრის დონის დაწევა, იმ რაოდენობით აღარ მოედინება, რაც მოედინებოდა წლების წინ. ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრომ კომენტარი უკვე გაავრცელა და მინდა გითხრათ, რომ არანაირ საფრთხეს და საშიშიროებას არ წარმოადგენს ის, რომ გარკვეული დონით დაიწია მტკვარმა. ეს ყველაფერი არის რეგულირებადი, შეთანხმებულია ჩვენთანაც, რომ გარკვეული პრობლემები არ გამოიწვიოს", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია