რა გვიჯდება მთავრობა? - კოლოსალური ხელფასები, პრემიები და დანამატები

რა გვიჯდება მთავრობა? - კოლოსალური ხელფასები, პრემიები და დანამატები

კოლოსალური ხელფასები, პრემიები და დანამატები - საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება არაერთხელ და არაერთი მთავრობის დროს გამხდარა საჯარო განსჯის საგანი. ფაქტია, რომ ამ მხრივ მადას არც ყოფილი ხელისუფლება უჩიოდა და ვერც მოქმედმა გაუძლო ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების ცდუნებას. ვინ ვისზე მეტი ხელფასი და პრემია გამოიწერა? ვის ეკუთვნოდა და ვის არა? - ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვებია აქტუალური, არადა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებული ფულით ივსება და კიდევ ის, თუ რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად სახელმწიფო სალაროდან საჯარო მოხელეთა ხელფასების ასანაზღაურებლად.

მიმდინარე წლის 9-მილიარდიან ბიუჯეტში სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ხელფასებისთვის დაახლოებით 1 მილიარდ 318 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხის ყველაზე დიდი წილი - 428 მილიონი ლარი თავდაცვის სამინისტროზე მოდის, სადაც ჯამში 43 475 კაცია დასაქმებული. სახელფასო ბიუჯეტის მოცულობით თავდაცვის უწყებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსდევს 398,9 მლნ ლარით, სადაც 28 533 კაცია დასაქმებული. ხელფასების მოცულობით მესამე ადგილზეა ფინანსთა სამინისტრო, მეოთხეზე - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო... საერთო ჯამში კი

1,3 მილიარდი ლარი დაახლოებით 105 000 საჯარო მოხელეზე ნაწილდება, მაშინ, როცა დაახლოებით ამდენივე - 1,326 მილიარდი ლარია გაწერილი ბიუჯეტში თითქმის 700 ათასი პენსიონერისთვის 150-ლარიანი პენსიის გასაცემად.

სახელმწიფო ბიუჯეტში საჯარო მოხელეთა ხელფასებისთვის განსაზღვრული თანხა 2009 წელს დაახლოებით 942 მლნ ლარი იყო, 2010 წელს 1 მილიარდ ლარს მიაღწია, 2011-ში კი 1-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა, 2012-შიც გაიზარდა მცირედით და 2013-ში უკვე თითქმის 1 მილიარდ 200 მილიონი შეადგინა.

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "მთავრობის რეალური შენიღბული პოლიტიკა გახლავთ - კეთილდღეობა მაღალჩინოსნებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ასე დიდხანს მანდ არავინ ამყოფებთ! ის, რომ საქართველოს გადასახადის გადამხდელს მთავრობის შენახვა ძვირი უჯდება, ისედაც ნათელი იყო, როცა მაღალჩინოსანთა წრეგადასული პრემიების, ხელფასებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია საჯარო ხდებოდა. მაგალითად, ამერიკასა და ევროპაში ამ მაჩვენებელს დიდ ყურადღებას აქცევენ და მაქსიმალური საშუალო ხელფასი მინიმალური საშუალო ხელფასის მხოლოდ ათმაგი ოდენობის შეიძლება იყოს. ჩვენთან კი ეს თანაფარდობა ასსაც კი აღემატება. ამას ემატება საჯარო მოხელეთა მივლინებებსა და ფუფუნების საგნებზე ბიუჯეტიდან დახარჯული სხვა ხარჯები. მოკლედ, "ძვირი" მთავრობა გვყავს, მისი მუშაობის შედეგი კი არ შეესაბამება იმ ხარჯს, რასაც ჩვენ მთავრობის შესანახად ვწევთ.

იხილეთ სტატია სრულად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა