მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ წოდებული "ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა" შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს. ამ "პირამიდაში" მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები.
"პირამიდის" ქვედა დონეზე განთავსებულია - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლის გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია, შემდეგ კი მოდის შესაბამისი მოთხოვნები, სოციალური ტიპის მოთხოვნილებებიდან - პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.
მასლოუს თეორიის მიხედვით, "პირამიდის" არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა, ადამიანი საშუალოდ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს.
ის თვლიდა, რომ პირველი დონის - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, ჟანგბადი, დასვენება, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება).
უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების დონის განსაზღვრული ნაწილი.
ანუ უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა არა ნაკლებ 85%.
მეორე საფეხურია უსაფრთხოების მოთხოვნილება: უსაფრთხოების, კომფორტის, უშფოთველობის, შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება.
მესამე საფეხური ანუ სოციალური მოთხოვნილებები - (მეგობრობის, პატივისცემის, აღიარების, თანაზიარობის, აფილაციის მოთხოვნილება, მოთხოვნილება იმისა, რომ გიყვრდეთ და უყვარდეთ) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%.
მეოთხე საფეხურია პატივისცემის მოთხოვნილება: დარწმუნებულობის, საკუთარი თავის ფასეულობისა და კომპეტენტურობის, თვითპატივისცემისა და სხვათა მხრიდან პატივისცემის მოთხოვნილება.
იმისათვის, რომ ადამიანს გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები 70%-მდე უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.
მეხუთე საფეხურია შემეცნებითი მოთხოვნილებები: ცოდნის, გაგების, სიახლის მოთხოვნილებები.
თავმოყვარეობის 60%-ის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.
მეექვსე საფეხური ესთეტიკური მოთხოვნილებები: მშვენიერების და წესრიგის მოთხოვნილება
მეშვიდე საფეხური თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება: პოტენციალის სრულად გამოყენების მოთხოვნილება, განსაზღვრული მიზნისკენ სწრაფვა.
მერვე ტრანსცენდენტური მოთხოვნილებები: კოსმიური დანიშნულების შეცნობის სულიერი მოთხოვნილებები.
მასლოუ მიიჩნევს, რომ ადამიანს არ გაუჩნდება მესამე რიგის მოთხოვნილება თუ დაკმაყოფილებული არ აქვს პირველი რიგის მოთხოვნილება. მაგალითად შიმშილი და წყურვილი უნდა დაკმაყოფილდეს სხვა ნებისმიერი მოთხოვნილების ამოქმედებამდე. როცა ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაჟინებით მოითხოვენ დაკამყოფილებას, მაშინ სხვა მოთხოვნილებები შეჩერებულია და ისინი ვერანაირად ვერ აისახებიან ჩვენს ქცევაზე.ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40%-ის მიღწევისას, ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს. თუმცა ამ დონეს, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1-4% თუ აღწევს.
თავად განსაჯეთ, რომელ საფეხურზე და განვითარების რა დონეზეა საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა...
მომზადებულია aura.ge-ს და b2p.ge-ს მიხედვით