მსახიობ ოლიკო ბაბლუანის ახალი სატელევიზიო პროექტი, სახელწოდებით "მშვიდობით, იარაღო" ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა და გადაცემის პირველი სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება.
ამ დრომდე უცნობია, თუ რა თემებზე ისაუბრებს მოქალაქე ივანიშვილი მსახიობ ბაბლუანთან, თუმცა Facebook-ზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ საუბარი ნაკლებად შეეხება მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ თემებს. გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ წამყვანი და სტუმარი შავ ღვინოს მიირთმევენ და ნარდს თამაშობენ.
