გერმანია მოსკოვსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას არ აღიარებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გუშინ, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების კომენტირებისას აღნიშნა, გერმანიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა არაერთხელ აღუნიშნავს.
"ჩვენ ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და არანაირი ფორმით არ ვაღიარებთ შეთანხმებას", - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
"ინტერპრესნიუსი"