ნოდარ ხადური - დიდი ალბათობით კურსი დაიწევს

ნოდარ ხადური - დიდი ალბათობით კურსი დაიწევს

ძალიან დიდი ალბათობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაიწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისი თქმით, გასულმა შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა.

"პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება, რადგან ეს იქნება მკითხაობა და არა საქმეზე რეალური ლაპარაკი. შაბათ-კვირამ აჩვენა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან დიდი ალბათობით კურსი დაიწევს", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, ლარის კურსზე ზეგავლენას ახდენდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის საგარეო, ანუ ზოგადად დოლარის გამყარება და ასევე შიდა ფაქტორები, მათ შორის აჟიოტაჟი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა