დედის გარდაცვალებიდან ორი საათის შემდეგ მამა ''ფეისბუქზე'' მადლობებს იხდიდა

დედის გარდაცვალებიდან ორი საათის შემდეგ მამა ''ფეისბუქზე'' მადლობებს იხდიდა

სოციალურ ქსელში დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილია დარეგისტრირებული. უამრავი ვირტუალური მეგობარი გვყავს და ხშირად მათზე უფრო მეტი ვიცით, ვიდრე ჩვენს უახლოეს ნათესავებზე. განსაკუთრებულად რთულია, როცა სოციალური ქსელიდან იგებ, რომ შენი ვირტუალური მეგობარი გარდაიცვალა და ისე გლოვობ, როგორც ახლობელს. დეას დედასაც ასე გლოვობდნენ სოციალურ ქსელში, მაგრამ დღეს ხვდება, რომ ინტერნეტმა სამყარო შეცვალა და ამის მსხვერპლი გახდა მამამისიც.

- წელიწად-ნახევრის წინ გავიგე, რომ დედას სიმსივნე ჰქონდა. მშობლები კლასელები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ. მე მათი ერთადერთი ქალიშვილი ვარ. ჩემი კარიერა საკმაოდ კარგად ავაწყე, მშობლებიც მუშაობდნენ და მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, გათხოვებას ჯერ კიდევ არ ვჩქარობ.

- დედამ ავადმყოფობის შესახებ თავად გითხრა?

- ჯერ კარგა ხანს მიმალავდნენ, მაგრამ ოპერაცია რომ დასჭირდა, ერთ საღამოს ტირილით გამიმხილა. სამსახურიდან ხშირად მიწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება და რაც გავიგე, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მის გვერდით დიდი დრო გამეტარებინა, არაფერი მომიკლია.

- გადარჩენის იმედი მაინც გქონდა?

- იმედი ბოლოს კვდება. თან ძვირად ღირებული ნემსები შევიძინე და მართალია, მანამდე ორი ოპერაცია გავუკეთეთ და ექიმები იმედს ვეღარ გვაძლევდნენ, მე მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მამას სამსახურიდან წამოსვლა ვთხოვე, რომ დედა შინ მარტო არ დარჩენილიყო. მამა სკოლაში მუშაობდა და თავის დანებების შემდეგ, კერძო მოსწავლეები აიყვანა და ამეცადინებდა. საღამოობით დედას ვეკითხებოდი, მამა ხომ გივლის, ყურადღებას ხომ არ გაკლებს-მეთქი. არა, შვილო, მთელი დღე ჩვენს ოთახშია, კომპიუტერთან ზის და ''ფეისბუქზე'' სასაცილო რაღაცებს მიკითხავსო. პირველად მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია