შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს

შსს-ს ახალი გენინსპექციის უფროსის 20 წლის ქალიშვილი მისსავე უწყებაში მთავარ სპეციალისტად მუშაობს

ბოლო განახლება| შსს-ს გენინსპექციის ახალმა უფროსმა საკუთარი 20 წლის ქალიშვილი პირველ სამუშაო დღესვე გაათავისუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეიდან ახალი გენერალური ინსპექციის უფროსი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე იოსებ გოგაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდეც გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა.

იოსებ გოგაშვილის გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშვნისთანავე, მასზე პოპულარული მისი ქალიშვილი გახდა. საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ნეპოტიზმზე მიუთითებენ და წერენ, რომ გოგაშვილის 20 წლის ქალიშვილი გენინსპექციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებს. აღნიშნული ინფორმაცია Ambebi.ge-მ იოსებ გოგაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის საშუალებით გადაამოწმა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ იოსებ გოგაშვილის ქალიშვილი ნინო გოგაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მიუხედავად მცირე ასაკისა, სოლიდურ და საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებს - ის შსს-ს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტია. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ნინო გოგაშვილის წლიური შემოსავალი 13 879.29 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ იოსებ გოგაშვილმა ირაკლი სამყურაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა არსებული ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე 6 დეკემბერს დატოვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა