2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ

2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ

გავლენიანმა ამერიკულა ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დასახელა. ყოველკვირეული ამერიკული გამოცემის გადაწყვეტილებით, 2014 წლის ადამიანად ებოლას წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასახელდნენ.

"მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად ეძინოს, რადგან ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი ებოლას დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ამას", - განაცხადა Time-ის რედაქტორმა ნენსი გიბსმა.

ამერიკული ჟურნალის წლის ადამიანის გამოკითხვაში მეორე ადგილი აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გავიდა.

2013 წელს ამერიკულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა წლის ადამიანად რომის პაპი ფრანცისკი დაასახელა.

წლის ადამიანის გამოსავლენად ჟურნალი მკითხველებს შორის გამოკითხვას ატარებს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას სარედაქციო ჯგუფი იღებს. Time-ის რედაქციის გადაწყვეტილებით, წლის ადამიანი შეიძლება გახდეს პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა იქონიეს სიახლეებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იქნებიან ისინი დადებითი თუ უარყოფითი პირები. ეს ადამიანები ასევე არიან სიმბოლო ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის, რაც მიმდინარე წელს მოხდა.

მიმდინარე წელს ებოლას ვირუსს 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია