თიბილოვი - გამოვედით ინიციატივით, შეთანხმებაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის საკითხი იყოს განხილული

თიბილოვი - გამოვედით ინიციატივით, შეთანხმებაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის საკითხი იყოს განხილული

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება.

თიბილოვის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე არსებობს მთელი რიგი წინადადებები მომავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით და ჩატარებულია კონსულტაციები რუს კოლეგებთან, კერძოდ კი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დსთ-ს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელ ოლეგ გოვორუნთან.

"გამოვედი ინიციატივით, რომ მომავალ შეთანხმებაში განხილული იყოს სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში პირდაპირი შესვლის შესახებ საკითხი, ვიდრე სხვა ფორმები იქნება შემოთავაზებული. არსებობს ქვეყნების პოლიტიკური თანაარსებობის სხვადასხვა ფორმა. ვფიქრობ, უახლოეს დროში მივიღებთ პასუხს ამ შეთავაზებაზე", - განაცხადა თიბილოვმა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, სამართალდამცველი ორგანოების, მედიცინის, კულტურის, განათლებისა და ენის განვითარების საკითხებსაც. თიბილოვის ცნობით, მომავალ შეთანხმებაში შევა ასევე, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სასაზღვრო რეჟიმის საკითხიც.

"სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. ოქრუაშვილი არ არის ყველასთან შეთანხმებული კანდიდატი", - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლო - ხვიჩა მღებრიშვილმა დანაშაული აღიარა და სასამართლოს ჰუმანურობისთვის მადლობა გადაუხადა

ოპოზიციის მემორანდუმი -  ამომრჩევლების ხმების დაცვის შტაბს პაატა დავითაია უხელმძღვანელებს