ავტორი:

"სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. ოქრუაშვილი არ არის ყველასთან შეთანხმებული კანდიდატი", - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

"სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. ოქრუაშვილი არ არის ყველასთან შეთანხმებული კანდიდატი", - გიორგი ვაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს პასუხობს

თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით, რომელმაც 3 თვის წინ დააყენა კანდიდატურა, გამოვიდეს და თქვას. ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი, არც მე და არც "ნაცმოძრაობა” არ უჭერს მხარს, - ასე ეხმაურება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე "ახალი საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად დისონანსი, რომელიც ერთობაში გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა, გამოსწორებას მოითხოვს.

მისივე თქმით, აბსურდის და სისულელეების ლაპარაკს ყველა პოლიტიკოსი უნდა მოეშვას.

"მე ვარ სიტყვის ერთგული. ყველა შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ და მთავარია, რა პრინციპებით მოქმედებს ადამიანი. ამიტომ, ყველა ლიდერს მოვუწოდებ, რომ სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ. წადით და ხალხს ელაპარაკეთ, ეს არც სამუშაო ადგილს შექმნის და არც საერთო ოპოზიციურ გამარჯვებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ.

ის "ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ისნის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პარტიებს შორის მიღებული შეთანხმების დარღვევა იქნება.

"აქ კითხვა აღარ უნდა დაისვას, პარტიებს შორის არის ექვს ოლქზე შეთანხმება და მე ამ შეთანხმების ერთგული ვარ. თუ ,,ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაარღვიოს ეს შეთანხმება, ეს არის ძალიან ცუდი. ამას თავისი პოლიტიკური ფასი აქვს, შეთანხმების დამრღვევს ექნება შესაბამისი პასუხი ამომრჩევლისგან, მაგრამ მთავარია დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიის შეცვლა და არა ეს გააფთრებული შეტევა ჩემზე. რადგანაც მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა გვაქვს, ამიტომ სამიზნედ ამომირჩია ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ? ეს სამარცხვინოა, მაგრამ მე ამას იგივე სიბინძურით არასდროს არ ვუპასუხებ,” - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარტია "გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციურ ერთობაში დისონანსი შეიტანა.

“თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად ჩემი გადმოსახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილებამ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას მშესაძლოა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ გამოსწორებად”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

"თუ სომხეთი ყარაბაღს დაკარგავს, მაშინ რუსეთი  დაკარგავს სომხეთს, რითაც ნამდვილად შემცირდება კრემლის გავლენა სამხრეთ კავკასიაზე" - ექსპერტი

"მე ვარ ყველაზე მაგარი მაჟორიტარი საქართველოში - "ნაციონალურ მოძრაობასთან” მე არ მივსულვარ, ისინი მოვიდნენ" - კახა ოქრიაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"