"ზურამ და ხათუნამ რომ იქორწინეს, თეკუჩა მაშინ ციხეში იჯდა" - ნინი ქარსელაძე მამის შესახებ

"ზურამ და ხათუნამ რომ იქორწინეს, თეკუჩა მაშინ ციხეში იჯდა" - ნინი ქარსელაძე მამის შესახებ

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ცნობილი ოჯახის წევრი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ ფოტოებს. ამჯერად ნინიმ მამასთან, თემურ ქარსელაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოქვეყნა. მამასთან ურთიერთობისა და ბავშვობის წლების შესახებ ნინი გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" საუბრობს.

"ზურამ და ხათუნამ რომ იქორწინეს, მამა მაშინ ციხეში იჯდა, იქედან დაურეკა დედას და ასეთი რამ უთხრა: დემი მური რომ თხოვდებოდა, ყოფილმა ქმარმა, ბრუს უილისმა დაურეკა და უთხრა, თუ გინდა მეჯვარედ წამოგყვებიო და შენც თუ გინდა მეჯვარედ წამოგყვებიო.

ხათუნამ კი, კაი რა, თეკუჩა, ნუ ბოდავ რაღაცებსო და ტელეფონი გაუთიშა. მამაჩემი ზურას სიძეს ეძახის.

საოცარი ისტორია გვაქვს ოჯახში. ბებიაჩემი, მამაჩემის დედაც მოდის ჩვენთან სტუმრად და ამაში არაფერი პრობლემა არ არის. პირიქით, ყველა თბილად და ტკბილად იღებს.

მამაჩემი ძალიან "ლაითი" ადამიანია. ყველაფერზე დამყოლია. ხათუნამ ბევრი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ზურა ვერ დაიყოლია, რომ ანასტასიას (ნინის და) პასპორტით ორი გვარი ჰქონოდა, ხაჩიძე-ჟორდანია. მამაჩემი კი დაიყოლია და მე ქარსელაძე-ჟორდანია ვარ.

ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს მამასთან. საერთოდ, რაც წლები გადის უფრო ვხვდები დედის და მამის ფასს. ბავშვობაში ასე ვერ ვაცნობიერებდი.

შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვამაყობ, რომ ხათუნა ჟორდანიას და თეკუჩა ქარსელაძის შვილი ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, წინ მხვდება, ეს თეკუჩას შვილია, ხათუნას შვილიაო", - ამბობს ნინი ქარსელაძე.

"მაინც ჩამაგდეს წყალში -19 გრადუსში" - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე"

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში... ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითაა სავსე" - ნინო მაჩაიძეს მეორე შვილი შეეძინა

"იმ რამდენიმე წამში, იქ რომ ვიდექი, ეს მოგიყევით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისმენდით..." - თეა ადეიშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის დაკრძალვაზე მომხდარ ემოციურ ამბავს იხსენებს