ავტორი:

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში... ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითაა სავსე" - ნინო მაჩაიძეს მეორე შვილი შეეძინა

"კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში... ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითაა სავსე" - ნინო მაჩაიძეს მეორე შვილი შეეძინა

ულამაზესი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე გოგონას დედა გახდა. 35 წლის მომღერალს მეორე შვილი შეეძინა. ამის შესახებ იგი თავად წერს სოციალურ ქსელში და ახალშობილის ფოტოსაც აქვეყნებს.

"ბავშვობაში თამაშისას, თავს ყოველსთვის 2 შვილის - გოგონასა და ბიჭის დედად წარმოვიდგენდი. ეს ჩემი უდიდესი ოცნება იყო და ახლა უკვე ჩემი გოგონაც აქაა, ჩემს მკლავებში, მისი უფროსი ძმა კი მის გვერდითაა და ტკბილად ეფერება მას. ვუყურებ მათ და ვფიქრობ, რა საოცარია მათი დედობა. ჩვენ უკვე ოთხნი ვართ და მთელი გულით გვიყვარს ჩვენი პატარა გოგონა, ელენა. ჩვენი გულები აღუწერელი ბედნიერებითა და მადლიერებითაა სავსე. კეთილი იყოს შენი მობრძანება ამ სამყაროში, ჩემო პატარა გოგონა, უსაზღვროდ გვიყვარხარ, ჩვენი სინათლე ხარ და დედიკო გიჟდება შენზე", - წერს ნინო მაჩაიძე.

ნონო მაჩაიძე იტალიელ მომღერალზე გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული. წყვილი მილანში ცხოვრობს. მათ ელენას გარდა, ერთი ვაჟი, ალესანდრო ჰყავთ.

"18 წლამდე არასრულწლოვანთა დედებს უნდა ეკრძალებოდეთ უცხოეთში მრავალი წლით სამუშაოდ წასვლა!" - ოპერის მომღერალი საქართველოს მთავრობას მიმართავს

"ჯაკოცაა ამ ფოტოზე და ზურაც, ორმაგად მეტკინა გული ამ სურათზე" - ინგა გრიგოლია ზურა დოიჯაშვილის გარდაცვალებაზე

"როგორ არ გრცხვენიათ, რომ მკვდარი ბავშვის ჩვენებებით მანიპულირებთ? რაც არ უნდა ნებით მოხდეს, არასრულწლოვანთან სექსი არის დანაშაული" - ნინო დანელია