როგორ მოვამზადოთ გემრიელი ნაყინი სახლის პირობებში 10 წუთში

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ნაყინი სახლის პირობებში 10 წუთში

ნაყინი გემრიელი დესერტია, წელიწადის ნებისმიერ დროს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი სახლში, ნატურალური პროდუქტებისგანაა დამზადებული. ფიქრობთ, რომ ეს რთული გასაკეთებელია? ცდებით! თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნაყინი სახლში, სულ რაღაც 10 წუთში, ამასთან სულაც არ არის საჭირო საყინულის გამოყენება.

სუპერ-სწრაფი ნაყინის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

• რძე, 250მგ

• ნაღები, 250მგ

• შაქარი, 3 სუფრის კოვზი

• არომატიზატორი (თქვენი გემოვნებით, მაგალითად: ვანილი ან კაკაო)

• სურვილისამებრ რაიმე მოსართავი (მაგალითად: შოკოლადის ფანტელი ან ნუში)

• ყინული 1 კგ

• მარილი 150 გრამი

• 2 ზიპ პაკეტი

1. აურიეთ ერთმანეთში რძე და ნაღები

2. დაუმატეთ შაქარი და არომატიზატორები

3. კარგად აურიეთ მასა და ზიპ პაკეტში მოათავსეთ, რომელიც ზემოდან იკვრება

4. მოათავსეთ ყინული პაკეტში და დაუმატეთ მარილი.

5. ნაღებისა და რძის პაკეტი მოათავსეთ ყინულის პაკეტში და ანჯღრიეთ დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში. (ამ დროს სასურველია გამოიყენოთ ხელთათმანები)

6. 10 წუთის შემდეგ, ამოიღეთ ნაყინის პაკეტი ყინულიდან და მოათავსეთ მზა პროდუქტი თეფშზე.

7. მორთეთ თქვენი ექსპრეს-ნაყინი სურვილისამებრ

2020 წლის გაზაფხულის კოლექცია - ბალიშების კაბები და ტრენდი, რომელიც კარანტინმა დაამკვიდრა

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

რა გესმით: იანი, თუ ლორალი? - ამ აუდიოჩანაწერმა მსოფლიო ორად გაყო