ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსური დახმარების სახით 46 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერა ევროკომისარმა ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში პიერ მოსკოვიცმა.
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რეფორმების გაზრდას, ასევე ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მცდელობას", - განაცხადა ევროკომისარმა პიერ მოსკოვიცმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების მხარდაჭერისათვისაა განკუთვნილი, და კერძოდ, ეკონიმიკური მმართველობის, სოციალური ინკლუზიურობისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს.