"მანქანები კიდევ უფრო მეტად ვერ გაიაფდება, ეს წარმოუდგენელია" - ლარის გაუფასურებამ ავტობიზნესი გამოაცოცხლა

"მანქანები კიდევ უფრო მეტად ვერ გაიაფდება, ეს წარმოუდგენელია" - ლარის გაუფასურებამ ავტობიზნესი გამოაცოცხლა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ავტომობილების რეალიზაციამ დაახლოებით 5%-ით მოიმატა. ავტოიმპორტიორები გაყიდვის ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. მათი აზრით, სავალუტო რყევამ ავტობაზარი გამოაცოცხლა. იმპორტიორები შიშობენ, რომ ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდება და როგორც კი კურსი დაბალანსდება, პრობლემა თავს ისევ იჩენს.

ტრადიციისამებრ წინასაახალწლო პერიოდი ავტობიზნესს საქართველოში ყოველთვის წყალობს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, წლის ამ პერიოდში რეალიზაცია იმატებს, თუმცა ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა პროცესებმა ავტობაზარს სერიოზული დარტყმა მიაყენა.

კომპანია "რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე აღნიშნავს, რომ რეალიზაციის ზრდის მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე არასახარბიელო სიტუაციაა. მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში იმპორტთან დაკავშირებულმა შეზღუდვამ ავტობიზნესი ძალიან დააზარალა. ამას დაემატა მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში, რის გამოც მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი შესუსტდა. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც მანქანების რეალიზაციაზე უარყოფითად მოქმედებს.

"ის, რომ ბოლო ერთ თვეში ავტობაზარი გამოცოცხლდა, იმპორტიორებისთვის იმედისმომცემი არ არის. სინამდვილეში რაც მოხდა, წმინდა ფსიქოლოგიური ფაქტორია, კურსის ცვალებადობამ მომხმარებელი ავტობაზრისკენ შემოაბრუნა. მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც ამის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად ჰქონდა, თავს მისცა უფლება, შეეძინა ავტომობილი. ისინი ცდილობდნენ, ყველაფერი ლარის კიდევ უფრო მეტად გაუფასურებამდე მოესწროთ. პანიკა მოსახლეობაში ნამდვილად იყო და ამან ჩვენს ბიზნესზე სასიკეთოდ იმოქმედა. სექტემბერ-ოქტომბრისგან განსხვავებით, გაყიდვის მაჩვენებელმა ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, 10 დეკემბრამდე 5%-ით მოიმატა. არსებულ პრობლემას თუ გავითვალისწინებთ, ძალიან კარგი შედეგია, მაგრამ ხანგრძლივ პერიოში ამ ტენდენციას ვერ შევინარჩუნებთ. როგორც კი პანიკა ჩაცხრება, ავტობაზარიც არასახარბიელო რეალობას დაუბრუნდება", - აცხადებს ელგუჯა ჯამაგიძე.

მისი ინფორმაციით, რეალიზაციის ზრდა ძვირადღირებულ ავტომობილებს არ შეეხო, ძირითადად, 2000-5000 დოლარად ღირებული ავტომანქანები გაიყიდა, მყიდველისთვის მანქანის მოდელი პრიორიტეტი არ ყოფილა. ავტოიმპორტიორთა განცხადებით, ავტომანქანების რეალიზაციაზე ცუდად დაბეგვრის რეჟიმის სიმძიმეც მოქმედებს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია