ცოცხლად დამარხული ადამიანების თავზარდამცემი ამბები

ცოცხლად დამარხული ადამიანების თავზარდამცემი ამბები

ხშირად რეალური ცხოვრება მოგონილზე უფრო თავზარდამცემია, ხოლო ცოცხალი ადამიანების დამარხვის ამბები კი უფრო სისხლის გამყინავი, ვიდრე ედგარ პოს ნაწარმოებები.

კომა თუ სიკვდილი?

XVIII საუკუნის ბოლოს, ამერიკის ქალაქი პიკევილი საშიშმა და უცნობმა დაავადებამ პანიკაში ჩააგდო. ყველაზე საზარელი ამბავი კი სწორედ ოქტავიას გადახდა.

1891 წელს, მისი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. დედა დეპრესიაში ჩავარდა, საწოლიდან აღარ დგებოდა. დაავადდა და კომაში ჩავარდა. 2 მაისს ექიმებმა ის მკვდრად გამოაცხადეს. სიკვდილის მიზეზი კი დაუდგენელი იყო.

ოქტავიას დაკრძალვიდან 1 კვირის შემდეგ, ქალაქის მაცხოვრებლების დიდ ნაწილს უცნაური სენი შეეყარა, რომლის გავლენითაც ყველანი კომაში ვარდებოდნენ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გონს მოდიოდნენ.

ამ ამბების შემყურე ოქტავიას ქმარი შიშობდა, რომ მეუღლე ცხელი ამინდების გამო ნაადრევად დაასაფლავა და ფიქრობდა, რომ შესაძლოა, მასაც საფლავში გაჰღვიძებოდა. ამის გამო გარდაცვლილის ექსჰუმაცია გადაწყვიტა და მისი შიში გამართლდა - კუბოს თავსახურავი შიგნიდან ფრჩხილებით იყო დაკაწრული. გარდაცვლილს კი ფრჩხილები მომტვრეული და დასისხლიანებული ჰქონდა. სახეზე კი შიში ჰქონდა აღბეჭდილი.

ქმარმა ოქტავია ხელმეორედ დაკრძალა და საფლავზე ძეგლი დადგა, რომელიც დღემდე არსებობს. მოგვიანებით დაადგინეს, რომ იდუმალებით მოცული დაავადება ბუზი ცეცეს ნაკბენისგან ჩნდებოდა, რაც ძილს იწვევდა.

სიკვდილით დასრულებული პირველი პაემანი

როდესაც ადამიანი პირველ პაემანზე მიდის, იმის ფიქრშია, თუ რით დამთავრდება შეხვედრა. ზოგიერთი რანდევუ მოულოდნელი ფინალით სრულდება, მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენს, რომ დესერტის შემდეგ შესაძლოა, ცოცხლად დამარხონ.

სწორედ ასეთი ამბავი გადახდა თავს 2014 წლის მაისში, 25 წლის ფრანგ ქალს.

მინა რამდენიმე თვის განმავლობაში ინტერნეტით ეკონტაქტებოდა მამაკაცს, რომელიც მას ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა. შემდეგ მასთან შესახვედრად მაროკოში გაემგზავრა და სასტუმრო "ფესეში" გაჩერდა.

მინამ საყვარელ მამაკაცთან სასიამოვნო საღამო გაატარა, ბოლოს კი იატაკზე უსულოდ დაენარცხა. იმის მაგივრად, რომ მამაკაცს ექიმი ან პოლიცია გამოეძახა, იფიქრა, რომ გოგონა მოკვდა და გადაწყვიტა, საკუთარ ბაღში დაემარხა.

როგორც აღმოჩნდა, გოგონა დიაბეტით იყო დაავადებული და კომაში ჩავარდა. ასე აღმოჩნდა ცოცხლად დამარხული.

გოგონა მშობლებმა რამდენიმე დღის შემდეგ მოიკითხეს და მაროკოში ჩავიდნენ, შვილის მოსაძებნად.

პოლიციამ შეძლო მინას კავალერის მოძებნა. მან აღიარა, რომ გოგონა დამარხა. სამართალდამცველებმა ის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია