საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში დღეს ღამით ითოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ბოლო დღეებში საქართველოში თბილი და ნოტიო ჰაერის მასების გადაადგილება ხდება, რის შედეგადაც საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს და ხვალ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში, ასევე უღელტეხილებზე კი ღამით მოთოვს.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით 7-8 გრადუსი, მთაში 0;+5, ხოლო მაღალმთაში -3;+2 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ღამით საშუალო ტემპერატურა +5;+7 გრადუსი; მთაში +5 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთაში -5:0 გრადუსამდე იქნება.
თბილისში კი დღეს და ხვალ ასევე იწვიმებს დღეს ღამით +5, ხოლო დღისით + 9 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ჯერჯერობით ამინდის მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ორშაბათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე კვლავ გამოიდარებს და შედარებით დათბება.