საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

საყდრისის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ადგილობრივი მოსახლეობის ერთი ნაწილი დღეს დილიდან საბადოზე კომპანია "არემჯის" მიერ მადნის მოპოვების სამუშაოების განახლებას აპროტესტებდა და აქციას "საყდრისის გადარჩენის კომიტეტთან" ერთად მართავდა. დაბა კაზრეთის მოსახლეობის მეორე ნაწილი კი საბადოზე სამუშაოების განახლების მომხრეა და აცხადებს, რომ მადნის მოპოვების შეჩერების შემთხვევაში მათ კვლავ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

სიტყვიერი შელაპარაკების განსამუხტად ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის პირობითი კორდონი გააკეთეს.

საყდრისი-ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობასთან ერთად ამ დრომდე რჩებიან "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრები, რომლებიც საბადოზე მადნის მოპოვების განახლებას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.

კომპანია "არემჯიმ" დღეს საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია