"საყდრისი აღარ არსებობს" - მეორე დღეა საბადოს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს

"საყდრისი აღარ არსებობს" - მეორე დღეა საბადოს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს

საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი" უკვე მეორე დღეა, რაც სამთო მოპოვებით სამუშაობეს აწარმოებს. სამუშაოები გუშინ დილიდან დაიწყო. როგორც საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი "საყდრისის მცველები" აცხადებენ, სამუშაოები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"საყდრისის მცველის", ირაკლი ლომიძის განცხადებით, სამუშაოები კომპანია "არემჯიმ" გუშინ 08:30 საათზე დაიწყო. ტერიტორიაზე გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა. მთლიანად ჩამოშილილია ისტორიული საბადო. ამ დროისთვის სპეცტექნიკით ასწორებენ ტერიტორიას, რომ საბადოს კვალიც კი აღარ დარჩეს", - აღნიშნა ლომიძემ.

მისივე თქმით, საყდრისი აღარ არსებობს. საბადო განადგურებულია და, შესაბამისად, საყდრისში ყოფნასაც აზრი არ აქვს. ისინი დღეს დაშლიან კარვებს და გაემგზავრებიან თბილისში. 8 თვის განმავლობაში "საყდრისის მცველები" საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ცხოვრობდნენ.

დღის მეორე ნახევარში კი, იგეგმება "საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტების" მიერ საპროტესტო აქციის გამართვა. თუმცა, "საყდრისის მცველები" აქციის გამართვის აზრს ვერ ხედავენ. ირაკლი ლომიძის განცხადებით, აქციის გამართვას აღარანაირი აზრი არ აქვს და ამ ჯგუფის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის პიარის გაკეთებას ემსახურება.

საყდრისის ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს ბორცვის გადასწორება.

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია