ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა ბოლო ხანს ქვეყანაში აშკარად იმატა. ფსიქოლოგთა ნაწილი ამის მიზეზად მძიმე სოციალურ ფონს და უპერსპეტივობის განცდას ასახელებს, რომელსაც საზოგადოებაში მოჭარბებული ფსიქოლოგიური პრობლემებიც ემატება... თუმცა ყველა თანხმდება, რომ ვიდრე ადამიანი სახრჩობელაზე ჩამოკიდებას ან საფეთქელზე რევოლვრის მიდებას გადაწყვეტს, აუატანელი სულიერი ტკივილის გადალახვა უწევს. ამ რამდენიმე დღის წინ ქედის მუნიციპალიტეტში ტრაგედია დატრიალდა, რომლის მიზეზიც დღემდე სრულიად აუხსნელია. ვერავინ ამბობს, მათ შორის ვერ ოჯახის წევრები, რა გახდა 34 წლის გელა ბეჟანიძის თვითმკვლელობის მიზეზი. ახალგაზრდა კაცი აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი იყო და ბოლო 5 წლის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტის დაცვის ცვლის უფროსად მუშაობდა. იმ დღესაც სამსახურში თავის მოვალეობას ასრულებდა. ამბობენ, რომ მშვიდი და გულღია ადამიანი სამსახურში ყველას უყვარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან თავი სამსახურეობრივი ტაბელური იარაღით მოიკლა. ტყვია საფეთქელთან ჰქონდა მოხვედრილი. თვითმხილველთა თქმით, მან რევოლვერს 7 ვაზნიდან 6 ამოაცალა, დაცვის თანამშრომლების მოსასვენებელ ოთახი ჩაიკეტა, საიდანაც მოკლე ხანში გასროლის ხმა გაისმა, სროლის ხმაზე ოთახში შესულ თანმშრომლებს, რომელთაც კარის შემტვრება დასჭირდათ, პოლიციელი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. "ისე მოიქცა, თითქოს "რულეტკას" თამაშობდა და ბედი გამოსცადა, დღემდე ვერაფრით ვხსნით რატომ მოკილა თავი კაცმა, რომელსაც ცოლი და სამი ანგელოზივით შვილი ჰყავდა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი ჩვენთან საუბარში.
როინ რ; გარდაცვლილის ახლობელი:
- ლაპარაკი მიჭირს, რადგან ისეთმა ადამიანმა მოიკლა, თავი, რომლის სიკვდილი არ შეიძლებოდა. გელა ყველას გვიყვარდა, ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა გამოლაპარაკება კი არა, დანახვაც ადამიანს კარგ ხასიაზე გაყენებს. გელაც ასეთი იყო. ქალი ვერ გცდებოდა მცირე ტვირთითაც კი, უკან რომ არ გაკიდებოდა და დახმარება არ შეეთავაზებინა. ცუდ ხასიათზე მაგას ვერ ნახავდი, ამბობდა, რატომ უნდა ჩამოვუშვა ცხვირი, ცოცხალი და ჯანმრთელი ვარო! ასეთი იყო სულ, უკანასკნელ წამამდე!
როგორც ამბობენ, გამგეობაში, სადაც მუშაობდა, ხალხს ელაპარაკა, ეხუმრა. ბოლოს თანამშრომელს უთხრა, ერთი წამით გავალ და ისევ დავბრუნდებიო.