არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები

არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა "არემჯიმ" საყდრისში სამთო-მოპოვებითი სამუშაოები

"არემჯი გოლდის" სამართლებრივი მრჩეველი, არჩილ კბილაშვილი განმარტავს, რის საფუძველზე განაახლა კომპანია "არემჯიმ" საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები.

როგორც არჩილ კბილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კანონმდებლობით და კონკრეტულად, კანონით "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ", გათვალისწინებულია უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღების, დაშლის წესი.

კერძოდ, კბილაშვილის განმარტებით, ეს განსაზღვრულია კანონის მე-13 მუხლით, რომლის მუხლის თანახმად, უძრავი არქეოლოგიური ობიექტის აღება- დაშლა შესაძლებელია კულტურის სამინისტროსთან ან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, თუკი ობიექტი სრულად არის გათხრილი, შესწავლილი და არ არსებობს საკმარისი საფუძველი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად.

"მოცემულ შემთხვევაში ორივე წინაპირობა დაკმაყოფილებული იყო. კერძოდ, ობიექტის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულად იყო შესწავლილი და გათხრილი. ეს ქართულ-გერმანული ექსპედიციის ანგარიშებით დასტურდება. ეს ასევე დასტურდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით. რაც შეეხება ობიექტის სხვა ნაწილს, მისი არქეოლოგიური შესწავლა იყო შეუძლებელი, შეუთავსებელი ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, რასაც ადასტურებს, როგორც ქართველი გეოლოგების, ასევე უცხოელი გეოლოგ-ექსპერტის მიერ გაცემული საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა. აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე სრულად იქნა შესრულებული პირველი დანაწესი კანონის, რომელიც ობიექტის სრულ შესწავლას მოითხოვს დაშლის წინაპირობად", - განაცხადა კბილაშვილმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მეორე საკითხს, რასაც კანონი ადგენს, მდგომარეობს იმაში, რომ ობიექტის სრულად შესწავლის გარდა არ უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი მისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად. საქართველოში არსებობს 2 ორგანო, ვისაც შეუძლია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების თაობაზე.

"ერთი - ეს არის კულტურის მინისტრთან არსებული საბჭო, მეორე - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული შესაბამისი სექცია. მოცმეულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისმა სექციამ იმსჯელა ყველა არსებული ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალების საფუძველზე ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების შესახებ. ჩემთვის ცნობილია, რომ საბჭომ მიიღო გადწყვეტილება ძეგლის სტატუსის მოხსნის, ანუ არ მინიჭების შესახებ", - განაცხადა კბილაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია