საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს

საქართველოში მოზარდთა 2/3 ფულზე თამაშობს

გამოკითხული 100-მდე არასრულწლოვანიდან 67-მა კითხვაზე - ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების და ტოტალიზატორების მომხმარებელი - დადებითი პასუხი გასცა. ორგანიზაციის განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კაზინოები და სხვადასხვა აზარტული სათამაშო დაწესებულებები დედაქალაქის ცენტრში, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან ახლოს მდებარეობს, რაც არცერთ ევროპულ სახელმწიფოში არ ხდება.

"მთელ კვირასთან" საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" წევრი გიორგი მღვდელაძე ამბობს, რომ მოქმედ კანონში ცვლილებების განხორციელება აუცილებელია:

"ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში აღნიშნულია, რომ 21 წლამდე ასაკის პირისათვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე ასაკის პირისათვის სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეოით უზრუნველყოს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. დღეს მოქმედი კანონის საფუძველზე, კომპანიები ფაქტობრივად ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიან, რადგან კანონში წერია, რომ პიროვნების ასაკის შემოწმება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ კონკრეტული პიროვნების ასაკი არ აკმაყოფილებს იმ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამის გამო კომპანიებს ვერანაირად ვერ დაეკისრებათ ჯარიმა თუნდაც არასრულწლოვანების შეშვებაზე, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეუძლიათ თქვან, რომ ამა თუ იმ პიროვნების მიმართ არ არსებობს არანაირი გონივრული ეჭვი, რომ თუნდაც ის 16 ან 17 წლისაა", - ამბობს გიორგი მღვდელაძე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია