როგორ შევარჩიოთ ავტომობილისთვის სანომრე ნიშანი

როგორ შევარჩიოთ ავტომობილისთვის სანომრე ნიშანი

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ მობილური ტლეფონისა და მანქანის ნომრები, ადამიანების წარმატებასა და წარუმატებლობას განაპირობებს.

ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ამბობს:

- საერთოდ, ნომრების ნებისმიერი კომბინაცია, სასურველია, ყოველთვის აღმავალი, ზრდის მიხედვით დალაგებული ციფრებით აწყობილი და არა - პირიქით. მაგალითად, 678 ან 389. ეს ზოგადად, ისე კი, რაც შეეხება ინდივადუალურ რიცხვებს, ეს უკვე ადამიანის პირად ჰორისკოპსა და ადამიანის დაბადების რიცხვებზეა (დაბადების წელი, თვე და რიცხვი) დამოკიდებული. აქედან უნდა ავიღოთ რიცხვები და განვსაზღვროთ, რომელი იქნება მისთვის წარმატებული და ბედნიერი.

- ტელეფონის ნომრებზეც გვაინტერესებს...

- კი ბატონო, თქვენ როდის ხართ დაბადებული, თვე და რიცხვი მითხარით...

- 23 აგვისტო.

- 5-იანები ბევრია თქვენს ნომერში?

- საერთოდ არ ურევია...

- ძალიან ცუდი, უნდა გქონდეთ. ნუმეროლოგიისთვის მეტი ყურადღება უნდა მიგექციათ და ის ვიბრაციული რიცხვი უნდა გეპოვათ, რომელიც თქვენს დაბადებას ეხება. სხვა რიცხვის ტარება დისონანსში შედის თქვენი დაბადების რიცხვის ენერგეტიკასთან და პრობლემებს ქმნის ცხოვრებაში... ეს უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, მანქანის ნომრის არჩევის დროსაც.

- თუ ადამიანი ხშირად იცვლის მობილურის ნომერს?

- ყველა ახალი ნომრის აღების დოს უნდა გაითვალისწინონ, რადგან ეს მისი ცხოვრების პრინციპია. რა თქმა უნდა, ძნელია სახლისა და ბინის ნომრის გამოცვლა, მაგრამ მობილურზე ამის გათვალისწინება შეიძლება. ასევე - მანქანაზეც. უნდა აარჩიოთ ის ნომერი, რომელიც თქვენთვის უფრო ფეხბედნიერი იქნება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია