ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს

ივანიშვილი ნიცშეს წინააღმდეგ: ექსპრემიერი ადამიანზე წიგნს დაწერს

გადაცემა "მშვიდობით, იარაღო" რამდენიმე დღეში "პირველი არხის" ეთერში გავა. მისი წამყვანი იქნება ოლგა ბაბლუანი. სატელევიზიო პროექტმა მაყურებლის ყურადღება იმით მიიპყრო, რომ პირველი გადაცემის სტუმარი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

გადაცემაში საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ის წიგნს დაწერს და აღნიშნა, რომ ადამიანის რაობასთან დაკავშირებით ნიცშეს არ ეთანხმება. ამავე ინტერვიუში ექსპრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხატვრული ლიტერატურიდან ჯორჯ ორუელის "1984" ძალიან შეესატყვისებოდა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას.

"1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. ხშირად ვიხსენებდი ციტატებს. Скотный двор, მე მგონი, ცხოველთა ეზო როა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია. მახსოვს, როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო, მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათა შორის, მართალი გამოდგა.

საუბედუროდ, მარკ ტვენის "გუბერნატორის არჩევნები" დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას. ახლა ნიცშეს ვკითხულობ, კრიტიკას ვკითხულობ და მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები, -  მე წიგნის დაწერას ვაპირებ და რომ რამე არ ავიღო ზედმეტად მისგან, ან არ გადამცდეს", - ამბობს ივანიშვილი.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი ადამიანურ თვისებებსა და ხასიათზე ანალიტიკური წიგნის დაწერას რომ აპირებს, ამის შესახებ ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ექსპრემიერის განმარტებით, მას ღრმად აქვს გაცნობიერებული ადამიანური ყოფა.

"ვფიქრობ, წიგნი ყველასთვის საინტერესო იქნება, ვინაიდან მისი მთავარი თემაა, თუ ვინ არის ადამიანი და რა უდევს მის თითოეულ ქმედებას საფუძვლად. სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება ჩემი ნაშრომი, ვინაიდან კარგად მაქვს გაცნობიერებული ადამიანის რაობა და მისი ყოფა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები