საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მიხეილ სააკაშვილი დაესწრება

სტრასბურგში, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან საუბარში ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუჟ ვოლსკიმ განაცხადა. მისივე განმარტებით, სტრასბურგში სააკაშვილის მიწვევა სწორედ ევროპის სახალხო პარტიის მიერ მოხდა.

"ყველამ რომ იცოდეს, ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოვახდინოთ", - განაცხადა მან.

ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს მოახდენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა