რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ბარბარეს შესახებ - წმინდანის მოწამეობა და სასწაულები

რა უნდა ვიცოდეთ წმინდა ბარბარეს შესახებ - წმინდანის მოწამეობა და სასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მოიხსენიებს, 18-ში - წმინდა საბა განწმენდილს, 19 დეკემბერს კი წმინდა ნიკოლოზის ხსენებაა. ვულოცავთ ყველას ამ წმინდა დღეების შემობრძანებას და ამჯერად წმინდა ბარბარეს წამებასა და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე მოგითხრობთ.

IV საუკუნის დასაწყისში ფინიკიაში, ილიოპოლისში, ერთ წარმართ მდიდარს, სახელად დიოსკორეს, ულამაზესი ქალიშვილი ჰყავდა, ბარბარე. დიოსკორემ მაღალი კოშკი ააგო და ბარბარე შიგ ჩაკეტა. გოგონა მხოლოდ სარკმლიდან დანახული სამყაროს მშვენების ყურებით ინუგეშებდა თავს. ქალიშვილი გაიზარდა და მამამ გათხოვება დაუპირა, რაზეც ბარბარემ ცივი უარი განაცხადა. მამამ გადაწყვიტა, მისთვის ცოტა ხანს დაეცლია, თანაც ციხე-კოშკის მშენებლობა დასრულებული არ ჰქონდა. დიოსკორემ მუშებს აბანოს აშენება და სამხრეთის კედელში ორი სარკმლის დატანება უბრძანა, თვითონ კი საქმეზე გაემგზავრა.

ბარბარეს უკვე თავისუფლად შეეძლო შინიდან გამოსვლა. ქრისტიანი ქალიშვილები გაიცნო და მათგან შეიტყო ქრისტეს მოძღვრების შესახებ. ამ დროს ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელი ჩამოვიდა, ბარბარემ ის შინ მიიწვია, მისივე ხელით ნათელიღო და ქრისტეს რწმენაში განმტკიცებულმა გადაწყვიტა, სიცოცხლე უფლისთვის მიეძღვნა. ბარბარემ აბანოს მშენებელ მუშებს, ნიშნად ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენისა, ორის ნაცვლად სამი სარკმელი დააყენებინა.

წმინდა ბარბარე და წმინდა ეკატერინე

შინ დაბრუნებული დიოსკორე ამის გამო საშინლად განურისხდა ქალიშვილს, - ასე რატომ მოიქეციო. წმინდა ბარბარემ მამას ყოვლადწმინდა სამებისადმი რწმენა უქადაგა. დიოსკორემ მახვილი იშიშვლა და ქალიშვილს მოსაკლავად გამოეკიდა. გოგონა გაიქცა და მთებში, მღვიმეს შეაფარა თავი. მამამ მიაგნო, უწყალოდ სცემა, თმით ითრია და შინ ჩაკეტა. მერე იმ მხარის მმართველ მარტინიანეს შესჩივლა: - ჩემმა ქალიშვილმა ჩემს ღმერთებს უღალატა და თუ რწმენას არ დაუბრუნდება, როგორც გინდა, ისე აწამეო.

მარტინიანემ მშვენიერი ქალწულის დაყოლიება ტკბილი სიტყვებით სცადა, - მებრალება შენი სილამაზე, ნუ მაიძულებ, გაწამო, წამოდი და ჩვენთან ერთად მსხვერპლი შესწირე ღმერთებსო. ბარბარემ მტკიცე უარი განუცხადა. განრისხებულმა მმართველმა ქალიშვილის გაშიშვლება და მისი ხარის ძარღვების მათრახით გაშოლტვა ბრძანა... დიდხანს სცემდნენ წმინდა ბარბარეს, მიწა სისხლით მოირწყო, მაგრამ რწმენა ვერ შეურყიეს. ბოლოს, ცოცხალ-მკვდარი ქალწული დილეგში ჩააგდეს.

შუაღამისას წმინდანს უფალი ჩვენი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა: "კადნიერ იქმენ და ნუ შედრკები, სასძლოო ჩემო, რამეთუ მე შენთან ვარ, გმფარველობ, ვხედავ შენს გმირობას და შეგიმსუბუქებ სატკივარს, დაითმინე ბოლომდე, რათა მალე დატკბე საუკუნო სიკეთეებით ჩემს სასუფეველშიო. უფალმა წმინდა ბარბარე წყლულებისაგან განკურნა ისე, რომ კვალიც კი არ დარჩენილა.

ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი დედაკაცი, სახელად იულიანა, რომელიც ბარბარესავით ქრისტესთვის მოწამეობას ნატრობდა.

სრულიად განკურნებული ბარბარე მმართველს მიუყვანეს. მან კი ეს სასწაული თავის ღმერთებს მიაწერა, რაზეც წმინ

და ბარბარემ უპასუხა, ჩემი ერთადერთი მკურნალი უფალი იესო ქრისტეაო. საშინლად განრისხდა მარტინიანე. მისი ბრძანებით ბარბარე ხეზე ფეხებით დაჰკიდეს, სხეულს რკინის ბრჭყალებით უსერავდნენ, უწვავდნენ, თავში ჩაქუჩს ურტყამდნენ. ამგვარი სისასტიკით გულშეძრულმა წმინდა იულიანამ ხმა აღიმაღლა, - მეც ქრისტიანი ვარო.

შეიპყრეს და აწამეს. ბოლოს, წმინდა ბარბარე გააშიშვლეს და ქალაქში გაატარეს. მოხდა სასწაული, უფალმა ანგელოზი გამოგზავნა, რომელმაც ნათლის სამოსლით შემოსა ქალიშვილი და კაცნი მის შიშველ სხეულს ვეღარ ხედავდნენ. მმართველმა წმინდა ბარბარესა და წმინდა იულიანას თავის მოკვეთა განუჩინა. ბარბარეს ჯალათობა მამამისმა, დიოსკორემ იკისრა - საკუთარ ქალიშვილს თავი მოჰკვეთა, წმინდა იულიანას კი ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მოსჭრა თავი.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია