სააკაშვილი და მარგველაშვილი შესაძლოა, ევროპარლამენტში ერთად წარსდგნენ - შეფასებები და პოლიტიკური რეაქციები

სააკაშვილი და მარგველაშვილი შესაძლოა, ევროპარლამენტში ერთად წარსდგნენ - შეფასებები და პოლიტიკური რეაქციები

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სტრასბურგში გაემგზავრება. გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება. გარდა პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობიდან ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე დაესწრებიან, თუმცა, ქართველთა წარმომადგენლობას შესაძლოა, კიდევ ერთი - მიხეილ სააკაშვილი შეემატოს, რაც სამთავრობო გუნდში ერთგვარ უხერხულობას ქმნის.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის რატიფიცირებაზე მიწვევა ევროპის სახალხო პარტიისგან მიიღო.

"ყველამ რომ იცოდეს, ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადგან სწორედ მისი რეფორმების და პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოვახდინოთ", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა იაცეკ სარიუჟ ვოლსკიმ.

სააკაშვილს სადაც უნდა, იქ წავიდეს, - ამბობს სოზარ სუბარი, თუმცა ბევრად მწვავეა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას პოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ "ევროპარლამენტში პრეზიდენტის გამგზავრება კარგია, მაგრამ თუ ის და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთის გვერდით ისხდებიან, ცუდი იქნება".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა