ევროპულმა სასამართლომ "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა

ევროპულმა სასამართლომ "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა

ევროპულმა სასამართლომ პალესტინური ისლამური დაჯგუფება "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფებების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება გააუქმა."ბიბისის" ინფორმაციით, სასამართლოს განცხადებით "ჰამასის" ტერორისტული დაჯგუფების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღეს არა "ჰამასის" ქმედებების შესწავლის საფუძველზე, არამედ ფაქტობრივი ბრალდებების საფუძველზე, რომელიც მედიასაშუალებებისა და ინტერნეტის გზით იყო მიღებული.

"ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2001 წლის 27 დეკემბერს მიიღეს. ეს ნაბიჯი ითვალისწინებდა ორგანიზაციისა და მასში შემავალი ცალკეული პირების აქტივების გაყინვას."ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ევროკავშირის, კანადის, აშშ-ისა და ისრაელის მიერ არის მიჩნეული. ორგანიზაცია ძირითადად ღაზას სექტორში დომინირებს, მაგრამ ამავდროულად მას ბევრი მიმდევარი ჰყავს დასავლეთ სანაპიროზეც და სხვა ქვეყნების პალესტინის დიასპორაში, ისრაელის ჩათვლით. ორგანიზაციის მიზანია გააერთიანოს პალესტინა ისლამური სახელმწიფოს ქვეშ, რომელიც ბოლოს მოუღებს ისრაელს.

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქმენეთში ძაღლის გიგანტური ოქროს ქანდაკება დადგეს - ქვეყნის პრეზიდენტმა ძეგლის გახსნამდე მასზე წიგნი დაწერა

მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს