ავტორი:

თურქმენეთში ძაღლის გიგანტური ოქროს ქანდაკება დადგეს - ქვეყნის პრეზიდენტმა ძეგლის გახსნამდე მასზე წიგნი დაწერა

თურქმენეთში ძაღლის გიგანტური ოქროს ქანდაკება დადგეს - ქვეყნის პრეზიდენტმა ძეგლის გახსნამდე მასზე წიგნი დაწერა

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა, ძაღლის საყვარელ ჯიშს გიგანტური ოქროს ძეგლი დაუდგა. პრეზიდენტმა ძეგლი გასულ კვირას დედაქალაქ აშხაბადში გახსნა.

ქანდაკების სიმაღლე საერთო ჯამში 15 მეტრია, საიდანაც 6 მეტრი ძაღლის სიმაღლეა, ხოლო 9 - კვარცხლბეკის.

როგორც BBC წერს, საუბარია თურქმენული ალაბაის ჯიშის ძაღლზე, რომელიც ქვეყნის ეროვნულ საგანძურშია შეყვანილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი პატივს მიაგებს ამ ჯიშის ძაღლს. გასულ წელს მან ალაბაის ჯიშს წიგნიც კი მიუძღვნა.

ქანდაკება ქალაქის იმ ნაწილში მდებარეობს, სადაც მაღალჩინოსნები ცხოვრობენ. მისი ღირებულება უცნობია. ადგილობრივ მედიაში ამბობენ, რომ ეს ქანდაკება ალაბაის ჯიშის ძაღლების „სიამაყესა და თავდაჯერებულობას" ასახავს.

აღსანიშნავია, რომ თურქმენეთის ლიდერს ძალიან უყვარს ცხენებიც. 2015 წელს თურქმენეთში გახსნეს ოქროს ძეგლი, რომელზეც პრეზიდენტი გურბანგული მერდიმუჰამედოვი ცხენზე ამხედრებულია.

ამასთან, ბერდიმუჰამედოვი საყვარელი ჯიშის ცხენებსა და ძაღლებს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს პატივისცემის ნიშნად ჩუქნის. ლეკვები აჩუქა მან უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ კარიმოვს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ასევე ყატარის ემირს.

BBC წერს, რომ ქანდაკება მართლაც დიადია, თუმცა თურქმენეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს.

"აქ დიდი გეგმით ჩამოვედით" - რუსეთის თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სომხეთში ვიზიტი - რა მიზნით სტუმრობენ რუსი მაღალჩინოსნები სომხებს

დონალდ ტრამპის ვაჟს კორონავირუსი დაუდასტურდა